ამა წლის 17 თებერვალს, მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში გაიმართა 2021–2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: თეიმურაზ ნადირაძე, მანანა ჩიხლაძე, მაია სიმონიძე, ზაქრო მამასახლისი და ბექა ქებულაძე.
სკოლა მადლობა უხდის მოწვეულ სტუმრებს, მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.
ეს ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან, ბევრ წარმატებას ვუსურვებთ მათ ცხოვრებაში.


