სკოლის ფსიქოლოგი შუშანა კაველიძე
2023 წლის ნოემბრიდან ვმუშაობ სკოლის ფსიქოლოგად შპს „ მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში“. როგორც სკოლის ფსიქოლოგი, ვმუშაობ შემდეგი მიმართულებით:
- დაკვირვება საკლასო გარემოზე

- მასწავლებელთა კონსულტირება
- მშობლის კონსულტირება
- მოსწავლის ინდივიდუალური კონსულტირება
- ფსიქოლოგის საათი
ფსიქოლოგის საათი გულისხმობს კლასში ჯგუფურ მუშაობას, სირთულეებზე რომელიც გამოიკვეთა ჩემს მიერ საკლასო გარემოზე დაკვირვების და მასწავლებელთან კონსულტირების საფუძველზე.
მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში გამოიკვეთა შემდეგი სახის სირთულეები
- იმპულსურობა, საკუთარი ჯერის დაცვა, სხვისი მოსმენა და აზრის გაზიარება.
- უჭირთ საკუთარი ემოციების ვერბალურად გადმოცემა და მისთვის სახელის დარქმევა.
- ცდილობენ საკუთარი მოქმედებები, ქცევები მატერიალურ სარგებელზე დაიყვანონ.
- უჭირთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.
ჯგუფური აქტივობები ჩავატარე შემდეგ თემებზე:
- ბულინგი( V, VI კლასი)
- რატომ ვიცავთ წესებს?(IV კლასი)
- ჩემი თანაკლასელი, მეგობარი.( IV,V,VI,VII კლასი)
- რა არის თანაგრძნობა ( ემპათია) და როგორ გამოვხატავთ მას.( IV,V,VI კლასი)
- ჩემი ემოცია.( V კლასი)
