ამა წლის 2 აპრილს შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის X კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, სტუმრობდნენ საქართველოს პარლამენტს.
მოსწავლეებს უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ. მოსწავლეები დაესწრნენ პლენარულ სხდომას და დაათვალიერეს პარლამენტის მუზეუმი. ილია ჭავჭავაძის დარბაზში გაიმართა ძალიან საინტერესო დიალოგი ბატონ ზაზა ლომინაძესთან.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავენ ბატონი ზაზას მიმართ, ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის.
გარდა ამისა, იმავე დღეს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს სახელმწიფო ეროვნული მუზეუმი. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა დარბაზმა, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებული მასალები.










