შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. წარჩინებული მოსწავლეების წახალისების წესს, სურვილისამებრ, განსაზღვრავს სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით.
კერძოდ ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ენიშნებათ დირექტორის სტიპენდია 1 წლის განმავლობაში. (იხ. დირექტორის ბრძ.#03/466)