მე–3(ზ ) კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში; კლასის ხელ–ლი: ფიქრია მიქაძე

თებერვალი 29, 2024

მე–3ზ  კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

გაკვეთილის მიზანი იყო: ლიტერატურული ტექსტის კითხვა და ანალიზი;აზროვნებისა და მეტყველების განვითარება; გრამატიკული უნარ–ჩვევების დაუფლება.    მოსწავლეებისათვის მიწოდებული სამუშაოები შეესაბამებოდა მათ ასაკსა და განვითარების თავისებურებებს. ამასთან,  იძლეოდა დაფიქრების, ვარაუდების გამოთქმისა და მსჯელობის საშუალებას. შეიქმნა კლასში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო  პროცესი, რომელსაც ადასტურებდა მოსწავლეთა  მხრიდან    ჩართულობა.

მე–3 კლასელებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე. იდეა იყო : ლელა ცუცქირიძის მოთხრობა ,,ბეღურა“–ს  გარდაქმნა კომიქსად. ტექსტის საფუძველზე დაწერეს ბეღურას წინარე თავგადასავლის ამსახველი ეპიზოდი, სადაც წარმოაჩინეს  თუ სად ხდებოდა მოქმედება. „დიალოგური ღრუბლების“ გამოყენებით, წარმოაჩინეს  თითოეული პერსონაჟის ხედვის კუთხე – რას ამბობდნენ, ფიქრობდნენ ან გრძნობდნენ ისინი. წინადადებათა შინაარსის გათვალისწინებით, შეარჩიეს სასვენი ნიშნები.

საკითხი:ტექსტის ,,ბეღურა” –ს  გარდაქმნა კომიქსად,  პერსონაჟების ხედვის კუთხის გათვალისწინებით.

ქვესაკითხი – ტექსტი ,,ბეღურა”–ს მიხედვით პერსონაჟის – ქცევა, მოტივაცია,  შინაგანი სამყარო – ფასეულობები, დამოკიდებულებები; პიროვნული მახასიათებლები, ემოციები, ურთიერთობები სხვა პერსონაჟებთან; ძირითადი საკითხი.

საკვანძო შეკითხვები: რა ხერხები/სტრატეგიები გამოვიყენო ლელა ცუცქირიძის მოთხრობის ,,ბეღურას”გასაგებად? როგორ ამოვიცნო პერსონაჟების ხედვის კუთხე?  რა ხერხების/სტრატეგიების  გამოყენებით შევქმნა კომიქსი?

კომპლექსური  დავალება :ჟანრის შეცვლა–კომიქსი მოთხრობის საფუძველზე. გაიხსენე ლ.ცუცქირიძის მოთხრობა ,,ბეღურა.“ წარმოიდგინე ბეღურას წინარე თავგადასავალი სახატავი საშუალებების ან ციფრული რესურსის – „ვსწავლობთ თამაშით“ – გამოყენებით, დახატე კომიქსი მოთხრობის ..ბეღურა”–ს სამი ეპიზოდის მიხედვით. თითოეულ ეპიზოდში:

  • წარმოაჩინე , სად ხდება მოქმედება,
  • „დიალოგური ღრუბლების“ გამოყენებით, წარმოაჩინე თითოეული პერსონაჟის ხედვის კუთხე – რას ამბობენ, ფიქრობენ ან გრძნობენ ისინი;

წინადადებათა შინაარსის გათვალისწინებით, შეარჩიე სასვენი ნიშნები.

ლელა ცუცქირიძის მოთხრობა ,,ბეღურას“ საფუძველზე პერსონაჟის–ბეღურას წინარე თავგადასავლის ამსახველი ეპიზოდის დაწერა და კომიქსის შექმნა.

შეიძლება დაგაინტერესოთ