კლუბები
სკოლის კლუბები

ინტელექტუალური კლუბი ,,რა? სად? როდის?“
შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს ჩამოყალიბდა ინტელექტ-კლუბი ,,რა? სად?როდის ?’’ კლუბის პროგრამა მიზნად ისახავს ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარების ჰოლისტური და მკაფიო სტრუქტურის ჩამოყალიბებას და საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეთა საქმიანობას.ასევე მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაციას. კლუბმა განსაზღვრა მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები.
კლუბის დებულება:
1.ზოგადი მდგომარეობა
1.1. ინტელექტუალური კლუბი არის ნებაყოფლობითი ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური თამაშების განვითარებას,
პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას. 1.2კლუბი ორგანიზებულია საგანმანათლებლო დაწესებულებაში- ,,შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა’’ 1.3. კლუბი არ ეწევა პოლიტიკურ და რელიგიურ საქმიანობას. 1.4.კლუბში მუშაობა წარიმართება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით;
2.კლუბის მიზნები და ამოცანები:
ამოცანა: ინტელექტუალური თამაშების პროპაგანდა და განვითარება; მოსწავლეთა თავისუფალი დროს ორგანიზება კომუნიკაბელურობის და
ჯანმრთელი ცხოვრების წესის განსავითარებლად.
კლუბის მიზანი:
მოსწავლეთა საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა; მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება; მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში; პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება; პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა; წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება; კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.
კლუბის მუშაობა
კლუბში მიიღებიან მეორე,მესამე ,მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეები; კლუბი იკრიბება ყოველკვირეულად, კვირაში სამი დღე; კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით; მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან განსახილველი საკითხების მასალით; კლუბის ხელმძღვანელები ინტერნეტსივრცეში ქმნიან facebook გვერდს, სადაც განთავსდება ინფორმაცია კლუბის სახელწოდება, კლუბისწესდება, სამოქმედო გეგმა და ფოტომასალა კლუბის საქმიანობის შესახებ; კლუბის ორგანიზატორები წარმოადგენენ გუნდის წევრებთან შეთანხმებულ კლუბის სამუშაო გეგმას მიმდინარე სეზონზე; მეთვალყურეობას უწევენ ინტელექტუალური თამაშის ,,რა?სად?როდის?’’ ჩატარებას,რომელიც ჩატარდება წლის
განმავლობაში ორჯერ (ზამთრის სეზონი და გაზაფხულის სეზონი)
ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის ხელმძღვანელები:
• ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთა
საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე;
• ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
• უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის
ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით;
კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე ან სხვა სკოლის
მეორე/მესამე/მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეები, რომლებიც
იზიარებენ კლუბის მიზნებს;
კლუბის წევრები მიიღებიან პირადი განცხადების საფუძველზე .დანართი
1. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე; კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან; კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება: პირადი განცხადების საფუძველზე; კლუბის დებულების დარღვევის შემთხვევში;
კლუბის წევრების წახალისება
თამაშის ბოლოს მონაწილეებს შესაბამისი ადგილის დაკავების შემდეგ გადაეცემათ ოქროს,ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები;
კლუბის სამუშაო გეგმა 2024/2025 სასწ.წელი კლუბის ხელმძღვანელები: ნინო ნონიაშვილი
თამუნა კელენჯერიძე
| № | ჩატარების დრო | |
| 1 | ინტელექტ-კლუბის დაარსება; სახელისა და ლოგოს შერჩევა | 2024 წლის სექტემბერი |
| 2 | სასკოლო კლუბის წესდების და კლუბში გაწევრიანების განაცხადის შექმნა | 2024 წლის სექტემბერი |
| 3 | განსახილველი თემების ჩამონათვალი: თამაშის ,,რა? სად? როდის?’’ შექმნის ისტორია; ქვეყანა-საქართველო ( მდებარეობა; სახელმწიფო სიმბოლოები’ მოკლე ისტორიული მიმოხილვა; საინტერესო ცნობები საქართველოს შესახებ; ქართული დამწერლობა; ჩვენი ქალაქი-ქუთაისი; კლდეში ნაკვეთი ქალაქები(ვარძია;უფლისციხე;დავით გარეჯი) უცნაური მცენარეები და ხეები; ჩაძირული ქალაქი ატლანტიდა და ბერმუდის სამკუთხედი; თანამედროვე მსოფლიოს საოცრებები; | 2024/2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი |
| 4 | სეზონის შემაჯამებელი თამაში | 22/12/2024სასწ. წელი |
კლუბის გვერდი:
https://www.facebook.com/profile.php?id=100086480464277
შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში ჩამოყალიბდა ლიტერატურული კლუბი. მსგავსი ტიპის სასწავლო კლუბი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსწავლეებში კითხვის, აზროვნების, შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის. კლუბური მუშაობა მოსწავლისთვის არის ინტერაქტიული გარემო, სადაც მას საშუალება ეძლევა სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობების შესრულების დროს შეეჩვიოს, განივითაროს ისეთი უნარ – ჩვევები, რომელიც შეაყვარებს ლიტერატურას, მისცემს მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების საშუალებას. კლუბმა განსაზღვრა მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები.
ლიტერატურული კლუბის წესდება
1.ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ლიტერატურული კლუბის სტატუსი
1.1. ლიტერატურული კლუბი (დაფუძნების შემდეგ შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო
სკოლის ლიტერატურული კლუბი) დაარსდა სკოლის ბაზაზე. კლუბში თავმოყრილია
საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები.
1.2. კლუბში მუშაობა წარიმართება „ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის გათვალისწინებით.
1.3. შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის ლიტერატურული კლუბი „წიგნიერი“
დაფუძნებულია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების ცეცილია კესტაძისა
და მარამ ხიჯაკაძის მიერ.
1.4. კლუბის მუშაობაზე პასუხისმგებელები არიან პედაგოგები.
1.5. სლოგანი – ,, კარგი წიგნით ხელში ადამიანი არასდროს იქნება მარტო’’
მუხლი 2. კლუბის მიზნები და ამოცანები
კლუბის მიზანია:
2.1. წიგნიერების დონის ამაღლება, თვალსაწიერის გაფართოება და მათი
ლიტერატურული გემოვნების გაზრდა.
2.2. კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარება საკუთარი
დამოკიდებულების ჩამოყალიბება ამა თუ იმ ნაწარმოების (რომელიც სკოლაში არ
ისწავლება) მიმართ და მისი ესთეტიკური აღქმა.
2.3. წაკითხული ტექსტის ადეკვატურად აღქმა, გააზრება და მიღებული ინფორმაციის
გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში
2.4. აზრის თავისუფლად გამოთქმა და დაფიქსირება
2.5. პრეზენტაციის წარმოჩენისა და დისკუსიაში ჩართულობის უნარების განვითარება
2.6. წაკითხული ნაწარმოების თემის, იდეის გააზრება პერსონაჟების შედარება
2.7. სწრაფი აზროვნებისა და სწრაფი წერის კულტურის გამომუშავება, მეტყველებითი
უნარების ფლობის გააქტიურება
2.8 სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა.
მუხლი 3. კლუბში გაწევრიანება
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. სამიზნე ჯგუფი: V-VI კლასები;
3.3.კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და შეავსოს კლუბში
გასაწევრიანებელი ანკეტა;
3.4.კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის კურატორი პედაგოგების მიერ.
3.5.კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას კლუბის
საქმიანობასთან დაკავშირებით;
3.6. კლუბის თითიელ წევრი ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს კლუბის ყველა
საქმიანობაში;
3.7. კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხდების საფუძველზე ან როდესაც ის
დაარღვევს კლუბის წესდებთ გათვალისწინებულ რომელიმე მუხლს;
მუხლი 4. კლუბის მუშაობის სტრუქტურა
4.1. კლუბი შედგება არაუმცირეს 10 მოსწავლისაგან;
4.2. საკლუბო მუშაობას უძღვებიან კურატორი მასწავლებელბლები;
4.3.წევრი მოსწავლეებისაგან შეირჩევა ლიდერი მოსწავლე (შემთხვევითი შერჩევის
გზით);
4.4. ლიდერი მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს კურატორ მასწავლებლებთან და
სიახლეებს აცნობს კლუბის წევრებს;
4.5. კლუბის ლიდერი აირჩევა 1 წლის ვადით;
4.6. კურატორ-მასწავლებლები ხელმძღვანელობენ კლუბს ერთი აკადემიური წლის
განმავლობაში;
4.7. მუშაობა ჩატარდება თვეში ერთჯერ, გაკვეთილების შემდეგ.
მუხლი 5. კურატორი მასწავლებლების ფუნქციები
კურატორები ვალდებულნი არიან:
5.1. საკლუბო მუშაობის დაწყებამდე:
სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე
განათავსოს შემდეგ ინფორმაცია:
კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
5.2 .წლის განმავლობაში წარმართოს საკლუბო მუშაობა;
5.3. საკლუბო მუშაობის პერიოდში სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში
სკოლის გვერდზე, ან პერსონალურ გვერდზე ეტაპობრივად ატვირთოს საკლუბო
აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალა
5.4 საკლუბო მუშაობის დასრულების შემდეგ წარმოადგინოს:
რეფლექსია საკლუბო მუშაობაზე;
• განმარტებები მიზნისა და შედეგის თანხვედრასთან დაკავშირებით;
• რომელ დაგეგმილ აქტივობაში გავიდა მიზანზე, რომელში ვერა და
რატომ;
• გამიჯნოს კლუბის სუსტი და ძლიერი მხარეები;
• წარმოადგინოს მოსწავლეებისა და მშობლების შეფასებები;
კლუბში მუშაობის განმავლობაში გამოყენებული იქნება სწავლება შემდეგი
მეთოდებით:
კითხვა
როლური და სიტუაციური თამაშები
ჯგუფური სამუშაოები
პრეზენტაცია
დისკუსია
დამოუკიდებელი მუშაობა
კ ლ უ ბ ი ს ს ა მ უ შ ა ო გ ე გ მ ა
კლასგარეშე კითხვის საათი ( ინტონაცია, სწორი და სწრაფი კითხვა)
მხატვრული კითხვის დღე – ,,შევიყვაროთ პოეზია’’
თავად შევქმნათ მოთხრობა და წიგნი.
მწერლებისა და პოეტებისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები(პოეზიის
საღამოები,პოეზიის ხუთი წუთი)
დისკუსია განსხვავებულ თემებზე
,,გავაგრძელოთ ჩვენი საყვარელი ნაწარმოებები’’
წიგნის კითხვის დასაინტერესებელი აქტივობები – (მივწეროთ ავტორს, ვესაუბროთ
ავტორს, დავუმეგობრდეთ პერსონაჟს..)
კონკურსები- ,,შევეჯიბროთ ლექსთა თქმაში’’
მივუძღვნათ დღესასწაულებს ღონისძიება.
ვიდეო – ფილმების ყურება.
ჩავწეროთ ვიდეოები
პრეზენტაციები ( ჩემი საყვარელი წიგნი, ჩემი საყვარელი პერსონაჟი, ჩემი
საყვარელი მწერალი, ჩემი მეგობარი პერსონაჟი
ლექსის მხატვრულად წაკითხვაზე მუშაობა.
ვცადოთ გავხდეთ პოეტი,მწერალი
კედლის გაზეთის გამოშვება
შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის
ქართული სიმღერებისა და საგალობლების
ფოლკლორული გუნდი „ერთა“
შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში ჩამოყალიბდა მუსიკალური კლუბი, რომლის მიზანია სასიმღერო უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში. კლუბური მუშაობა მოსწავლისათვის არის ინტერაქტიული გარემო, სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობის შესრულების დროს ეფექტურად გადალახოს არსებული ბარიერები და სიძნელეები.
კლუბმა განსაზღვრა მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები.
- კლუბის ზოგადი დებულება
Ø კლუბი დაარსდა სკოლის ბაზაზე. კლუბში თავმოყრილია საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები. კლუბში მუშაობა დაიწყო ნოემბრიდან.
Ø კლუბში მუშაობა წარიმართება ” ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებით.
Ø კლუბს აქვს წესდება.
Ø კლუბის მისამართი: ქუთაისი, ბუხაიძის #9
კლუბის წესდება:
- კლუბსაქვს საგანმანათლებლო ხასიათი
- კლუბშიგაწევრიანების უფლება აქვთ შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის I-V კლასის მოსწავლეებს.
- სამოქალაქოკლუბის ყოველი წევრი უნდა ესწრებოდეს შეკრებებს
- კლუბისყველა წევრს აქვს უფლება გარკვეული გარემოებების გამო გააცდინოსკლუბის შეკრება, მაგრამ არა სისტემატურად.
- კლუბისთითოეულ წევრს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში
- კლუბისთითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის წესდება
- კლუბისწევრს წევრობის უფლება ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში თუ ის:
- არდაიცავსკლუბის წესდებას
- არშეასრულებსან თავს აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებას
- არმიიღებსმონაწილეობას კლუბში განხორციელებულ აქტივობებში
- კლუბის მიზნები და ამოცანები
Ø მუსიკის პოპულარიზაცია.
Ø შემოქმედებითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა და მათი განვითარება.
Ø სააზროვნო უნარების განვითარება.
Ø მოსწავლეებში თანამშრომლობის, გუნდურობის განვითარება.
Ø მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და შემდეგ მათი განვითარება.
- კლუბში გაწევრიანება
Ø კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
Ø სამიზნე ჯგუფი I-Vკლასი.
Ø მოსწავლეთა რაოდენობა: მინიმუმ 15 მოსწავლე.
Ø კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და შეავსოს კლუბში გასაწევრიანებელი ანკეტა.
Ø კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის კურატორი პედაგოგისა და კათედრის პედაგოგის მიერ.
Ø კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.
Ø კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს კლუბის ყველა საქმიანობაში.
Ø კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე ან როდესაც ის დაარღვევს კლუბის წესდებით გათვალისწინებულ რომელიმე პუნქტს.
- კლუბის მუშაობის სტრუქტურა
Ø საკლუბო მუშაობას უძღვება კურატორი მასწავლებელი.
Ø კლუბის წევრი მოსწავლეებისგან შეირჩევა ლიდერი მოსწავლე. (შემთხვევითი შერჩევის გზით)
Ø ლიდერი მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს კურატორ მასწავლებელთან და სიახლეებს აცნობს კლუბის წევრებს.
Ø კლუბის ლიდერი აირჩევა ერთი წლის ვადით.
Ø კურატორ-მასწავლებელი ხელმძღვანელობს კლუბს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში.
Ø კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველი თვის კლუბის მონაწილე წევრების და კურატორ-მასწავლებლის მიერ დათქმულ რიცხვში.
Ø კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა განსაზღვრულიათვეში ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ ერთი საათით.
- კლუბის მუშაობის სწავლების მეთოდიკა
Ø ინდივიდუალური
Ø ჯგუფური
- კურატორ-მასწავლებლის ფუნქცია/მოვალეობა.
საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის ვებ-გვერდზე ინფორმაცია:
Ø კლუბის სახელწოდება.
Ø კლუბის წესდება.
Ø კლუბის სამუშაო გეგმა.
Ø განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის .
- საკლუბო მუშაობის პერიოდი
Ø 2024-2025 სასწავლო წელს, ყოველ დღე შაბათ–კვირის გარდა 17:00 საათზე.
Ø კურატორ-მასწავლებლისა და მონაწილე კლუბის წევრთა შეთანხმებით შეთანხმდნენ ყოველი თვის საკლუბო შეხვედრის თარიღზე, წლის განმავლობაში.
Ø საკლუბო მუშაობის პერიოდში ეტაპობრივად აიტვირთოს შეხვედრისა და აქტივობის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა სკოლის ვებ-გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან კურატორ-მასწავლებლის პირად ბლოგზე.