დირექტორის მისალმება
ჩემთვის ძალიან ძვირფასო ადამიანებო, ჩემო ახალგაზრდებო! თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებმაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნათ, ქვეყანა უნდა გააძლიეროთ, გაალამაზოთ და უფრო საინტერესო გახადოთ. თქვენ, ღმერთისგან, ჩვენი ქვეყნის სახით, დიდი საჩუქარი მიიღეთ და მას მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამისთვის თქვენი თავდაუზოგავი შრომა და სწავლაა საჭირო. სწავლა, რომელიც საქართველოს შენებას და იმ ადამიანებზე ზრუნვას უნდა მოახმაროთ, რომლებიც თქვენთვის ძვირფასნი არიან.
ყველაფერ ამას თქვენი მომავლის სწორად დაგემვა სჭირდება. ამაში სკოლის როლი განსაკუთრებულია, რათა სწორად განვითარდეს ფიზიკური, გონებრივი და სოციალური უნარები. სკოლის მიზანია აღზრდის სწორი პრინციპების გამოყენება, რათა მოსწავლემ შეძლოს ღირსეული ადგილის პოვნა სოციუმში, სწორად აირჩიოს პროფესია, რომელიც არამარტო მატერიალურ, არამედ სულიერ კმაყოფილებასაც მიანიჭებს, რომლითაც იამაყებს.
ამ მომავალის გზაზე ჩვენ დაგაყენებთ, ჩვენ მოგეხმარებით თქვენი შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზაციაში. ჩვეთან გატარებული ყოველი დღე თქვენ უფრო ბედნიერს გაგხდით, ვინაიდან თქვენ ჩვენთან გაღიარებენ საზოგადოების ღირსეულ წევრად, შეგიყვარებენ, მოგისმენენ და დაგაფასებენ.
ჩვენი სტრატეგიაა არ დავკმაყოფილდეთ მიღწეულით, მუდმივად განვვითრდეთ, დავნერგოთ ინოვაციები, როგორც სააღმზდელო, ისე სასწავლო პროცესში.
სწორად წარმართული სასწავლო პროცესისა და სკოლის პედაგოგთა პროფესიონალიზმის დამსახურებაა ის შედეგები, რომლებსაც ჩვენი მოსწავლეები წლების განმავლობაში აღწევენ, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო გამოცდებზეც (TOEFL, IELTS, GOETHE, CAMBRIDGE და სხვა), ასევე მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციებსა და ოლიმპიადებზე.
ჩვენი კურსდათავრებულები ირიცხებიან, არამარტო საქართველოს, არამედ ევროპისა და აშშ-ს პრესტიჟულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, რამაც სკოლას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
ჩვენთან მიღებული ხარისხიანი განათლება, თქვენი მომავლის გარანტიაა, ამიტომ ხმამაღლა შეგვიძლია გითხრათ:
გვენდეთ და გაგიმართლებთ!