შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით, დედაენის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სასკოლო კონფერენცია. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობის თეორიებზე, ქართველთა ფასდაუდებელი საუნჯის, ენის, ისტორიასა და განვითარების ეტაპებზე. გამომსვლელებმა განიხილეს ქართულ ენასთან დაკავშირებული პრობლემები, აუდიტორიას წარუდგინეს საინტერესო ხედვები და დასკვნები. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
https://www.facebook.com/share/v/q6r9JeLZ9VUwZT7E/