პროექტი მეტად გამორჩეულია, რადგან იგი შეეხება ბავშვის უფლებებს და მასში მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა და სტუდენტებმა. იმიტირებული პროცესი გაიმართა სამოქალაქო განათლების საგაკვეთილო პროგრამის ფარგლებში და მასში მონაწილეობდნენ შპს “მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის” მე-10 კლასის მოსწავლეები, რომელთაც მენტორობას უწევდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტები.
       პროექტი მიზნად ისახავდა: ბავშვის უფლებათა სწავლებას, პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებას, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ურთირთანამშრომლობის გაღრმავებას და დაკავშირებას.
იმიტირებული სასამართლო პროცესი მხარეთა აქტიური ოპონირებითა და სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილებით დასრულდა.
პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.