📣 ჭადრაკის სასკოლო ტურნირი – მზად ვართ დიდი გამოწვევებისთვის!♟️🎯
✨ჭადრაკის სასკოლო ტურნირის დაწყებამდე თითოეულ კლასში ჩავატარეთ შიდა ტურნირი ოლიმპიური სისტემით. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სპორტული სულისკვეთებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.✨🙌
✨მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ თითოეულ კლასში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი კონცენტრაცია, სტრატეგიული აზროვნება და ზღაპრული თამაშის ნამდვილი მაგალითი. სწორედ ეს სამი მოსწავლე წარმოადგენს საკუთარ კლასს სასკოლო ტურნირზე.
✨ ამასთანავე, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველა (მონაწილე) ბავშვი განსაკუთრებული იყო-თითოეულ მათგანს ჰქონდა საკუთარი ძლიერი მხარეები, პროგრესი.
✨შიდა ტურნირმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რამდენად ნიჭიერი, მონდომებული და ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს.👩🏻‍🎓🧑🏻‍🎓
♟️ მადლობა ყველა ბავშვს აქტიური მონაწილეობისთვის, მშობლებს-მხარდაჭერისთვის, ხოლო მასწავლებლებს-პროცესის ორგანიზებისთვის.
✨ჭადრაკის ლიცენზირებული პედაგოგი,საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი, ეროვნული ოსტატი-
ნინი გუმბერიძე
✨ჩვენს ფინალისტებს წარმატებებს ვუსურვებთ სასკოლო ტურნირზე!🏆🥇🥈🥉