მიღება ჩარიცხვის პროცესი
მოსწავლის მიღების წესი
პირველ კლასში მიღების წესი /ეტაპები:
1.გასაუბრება მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) – სკოლაში მიღების, სწავლების, მშობელსა(კანონიერ წარმომადგენელსა) და სკოლას შორის არსებული ურთიერთობებისა და ხელშეკრულების პირობების გაცნობის მიზნით;
- მშობლის(კანონიერი წარმომადგენელის) განცხადების საფუძველზე, მისაღებ მოსწავლესთან გასუბრების თარიღის დანიშვნა;
- მისაღებიპირველკლასელის გასაუბრება დაწყებითი კლასის მასწავლებელთანქცევითი და ემოციური მზაობის შეფასებისთვის;
- სკოლაში მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა, კერძოდ:
- დაბადებისმოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- 2 ფოტოსურათი 3×4 ფორმატში
- ჯანმრთელობისცნობა
- მშობლებისპირადობის მოწმობის ასლი
- მრავალშვილიანობის, სოციალურადდაუცველის, იძულებით გადაადგილებულის, შესახებ ცნობები.(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- პირველკლასელთა რეგისტრაცია სკოლების მართვის საინფორმაციო (e-school) სისტემაში ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციისთვის ვადის განსაზღვრის თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
II-XII კლასებში მიღების წესი /ეტაპები
- გასაუბრება მისაღები მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) – სკოლაში მიღების, სწავლების, მშობელსა (კანონიერ წარმომადგენელსა) და სკოლას შორის არსებული ურთიერთობებისა და ხელშეკრულების პირობების გაცნობის მიზნით;
- მშობლის (კანონიერ წარმომადგენელის) განცხადების საფუძველზე, მისაღებ მოსწავლესთან დიაგნოსტიკური გასუბრების ან და ტესტირების თარიღის დანიშვნა;
- კომპლექსურისადიაგნოსტიკო ტესტიII-XII კლასების მოსწავლეთათვის (ქართული, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები);
- გასაუბრება ინგლისურ ენაში
- ტესტირება მათემატიკაში შესაბამისი დონის ჯგუფში მოსახვედრად:
- 6. ელექტრონული მოთხოვნის გაგზავნა სკოლების მართვის საინფორმაციო (e-school) სისტემის საშუალებით;
- 7. ელექტრონული დასტურის მიღების შემდგომ მოსწავლის ჩარიცხვა შესაბამის კლასში დირექტორის ბრძანებით