„შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა ირჩევს თანასწორობას, დაცულ უფლებებს და ოჯახის თანადგომას“.
21 მარტი – 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ შორის საქართველოში.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს ჩვენი სკოლის I-ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, ნინო ნონიაშვილის ხელმძღვანელობით . ბავშვებმა სკოლაში დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები და განახორციელეს აქტივობა „მზის შვილებისთვის ვაგროვებთ სიყვარულს“.