წიგნის საერთაშორისო დღე

აპრილი 12, 2023

გაცნობებთ, რომ 2022-2023 სასწავლო წელს შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში ჩამოყალიბდა სამოქალაქო კლუბი,, მომავალი თავისუფლებაშია”, რომლის ფარგლებშიც ბევრ საინტერესო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. როგორც თქვენთვის ცნობილია 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა! ამ დღესთან დაკავშირებით კლუბის წევრების ინიციატივით, სკოლაში იგეგმება წიგნის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქცია ,,გააჩუქე საყვარელი წიგნი”. სურვილი გვაქვს ჩავრთოთ სკოლის საზოგადოება, მოსწავლეები და მასწავლებლები, თითო წიგნით შევუერთდეთ აქციას, რომლის ბოლოსაც შეგროვილი წიგნები გადაეცემა სკოლის ბიბლიოთეკას, ასევე 24 აპრილს, ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ქალბატონ მაიკო ცქიტიშვილი-ს ინიციატივით ვგეგმავთ ღონისძიებას სადაც მოწვეული გვეყოლება საინტერესო სტუმარი. ჩვენი ბიბლიოთეკის კარი ყველასთვის ღიაა, კვირეულის ფარგლებში 11-დან 23 აპრილის ჩათვლით ყველას გელოდებით სკოლის ბიბლიოთეკაში. ერთად გავამდიდროთ სკოლის წიგნადი ფონდი🌟

შეიძლება დაგაინტერესოთ