მისია და ხედვა
სკოლის მისია-ხედვა
შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა ფუნქციონირებს 2017 წლის 29 აგვისტოდან და ახორციელებს დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების პროგრამებს. სკოლაში შექმნილია ყოველმხრივ კეთილგანწყობილი და ხელსაყრელი გარემო მოსწავლეთა, როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური განვითარებისათვის. ყველა პირობაა შექმნილი, იმისათვის, რომ მოსწავლეებს განუვითარდეს სოციუმში ადაპტაციისათვის აუცილებელი უნარ–ჩვევები. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ესგ–ს სტანდარტებზე დაფუძნებულ ფორმალური და არაფორმალური განათლების ეფექტური ინტეგრირებით პროგრამებს, ასევე სხვა დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას.
სკოლის მისია:
შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის მისიაა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა წარმართოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის საფუძველზე. სკოლამ უზრუნველყოს ფორმალური და არაფორმალური განათლების ეფექტური ინტეგრირებით, დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მატარებელი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზარდა–განვითარება, რომელიც ამ ღირებულებებს აკავშირებს სახელმწიფოებრიობასთან, პატრიოტიზმთან და საკაცობრიო იდეალებთან; მოსწავლეებს შეუქმნას ინკლუზიაზე, კეთილგანწყობაზე პიროვნულ განვითარებაზე, ეთიკურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სოციო–კულტურული უსაფრთხო სასწავლო გარემო, აღზარდოს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარის მქონე, წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქე, მოამზადოს მოსწავლეები ,,ციფრული მოქალაქეობის‘‘ უნარით და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებით, თანამედროვე ტექნოლოგიურ
სამყაროში დამოუკიდებალი კონკურენტუნარიანი ცხოვრებისათვის.
სკოლის ხედვა:
სკოლის მისიიდან გამომდინარე, 2030 წლისთვის სკოლის კურსდამთავრებულთა უმეტესობა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარს, 50% ფლობდეს ერთ-ერთ უცხოურ ენას B2 დონეზე, კურსდამთავრებულთა 70% სწავლას აგრძელებდეს ადგილობრივ მოწინავე (პრესტიჟულ) უმაღლეს სასწავლებლებში და გვქონდეს პრეცენდენტი (1-2 შემთხვევა) საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისა.
სკოლის განსაკუთრებული პრიორიტეტებია:
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და უცხოური ენებისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით მათი აღჭურვა; ესგ-ის მოთხოვნების განხორციელებისათვის საუკეთესო პირობების შექმნა.