სკოლის შესახებ

 შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა ფუნქციონირებს 2017 წლის 29 აგვისტოდან და ახორციელებს დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების პროგრამებს. სკოლაში შექმნილია ყოველმხრივ კეთილგანწყობილი და ხელსაყრელი გარემო მოსწავლეთა, როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური განვითარებისათვის. ყველა პირობაა შექმნილი, იმისათვის, რომ მოსწავლეებს განუვითარდეს სოციუმში ადაპტაციისათვის აუცილებელი უნარ–ჩვევები. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ესგ–ს სტანდარტებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას. წლების განმავლობაში სკოლა, აკადემიური მოსწრების მხრივ, ლიდერია არამარტო ქალაქის, არამედ ქვეყნის მასშტაბით სკოლა ყოველწლიურად ხვდება ყველაზე მოთხოვნადი კერძო სკოლების ხუთეულში, სკოლის კურსდამთავრებულთა 100% სწავლას აგრძელებს, არამარტო საქართველოს,  არამედ ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, უმეტესობა მათგანი იღებს დაფინანსებას. სკოლაში პრიორიტეტულია მოსწავლეთა ფიზიკური განვითარებაც, სკოლას აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი. ამის დასტურია 2020 წლის მოსწავლეთა რესპუბლიკურ სპორტულ ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგი, სადაც ჩვენი სკოლის გუნდმა კალათბურთში მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ინდოეთში ჩასატარებელი სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.  სკოლა აქტიურად ზრუნავს პერსონალის კარიერულ ზრდაზე.  ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში და ხელს ვუწყობთ პროფესიონალთა ახგაზრდა  კადრების მოზიდვას/წახალისებას. ასევე სკოლა ზრუნავს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებზე და ახორციელებს მერიის სოციალურად დაუცველ აბიტურიენთა მომზადების პროგრამას. სკოლაში არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსი იძლევა სასწავლო პროცესის აკადემიურ დონეზე წარმართვის ყველა შესაძლებლობას.