კათედრები
შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნილია კათედრები, რომლებშიც გაერთიანებულია საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი:
2.კათედრების ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ)კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
გ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;
ვ)რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
ზ)შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.
- კათედრების მოწყობა:
ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.
ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ .
4.კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.
დ)კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ.(სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა აუცილებლად იკრიბება სასწავლო წლის დაწყებამდე.
კათედრის გამგეთა სახელობითი სია 2024-2025 სასწავლო წლისათვის
|
1. დაწყებითი საფეხურის კათედრა–თამუნა კელენჯერიძე |
|
2. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა–ნაზი ახვლედიანი |
|
3. მათემატიკი კათედრა–ქეთევან მემარნიშვილი |
|
4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა–ლია ჩირაძე |
|
5. უცხოური ენების კათედრა–თეონა ლიკლიკაძე |
|
6. საზოგადოებრივი მეცნიერებები–მაია სვანიძე |
|
7. სპორტული და ესთეტიკური აღზრდის–ქეთევან მინდიაშვილი |