გლობალური უნარების განვითარება ნათელი მომავლისათვის

მარტი 21, 2023

2023 წლის 18 მარტს English Book Education-მა ქალაქ თბილისში მოაწყო კონფერენცია თემაზე „ გლობალური უნარების განვითარება ნათელი მომავლისათვის “,  რომლის  ფარგლებშიც გავეცანით  Pearson-ის გამომცემლობის  თანამედროვე  ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს, რომელიც  უზრუნველყოფს  მრავალფეროვანი უნარების მქონე მომავალი თაობის ჩამოყალიბებას.

კონფერენცია იყო  ძალზედ საინტერესო,  ინფორმაციული და კარგად ორგანიზებული. ამასთანავე გამოირჩეოდა  საუკეთესო  მომხსენებლებით.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კომპანიის გუნდი უზრუნველყოფს  მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ხელშეწყობას . კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ პრაქტიკული რჩევები,  რათა ხელი შეუწყონ გლობალური უნარების განვითარებას მოსწავლეებში,

მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის პედაგოგები  ჩაერთნენ კონფერენციის  განხილვებში,  შედეგად დიდი მოწონება დაიმსახურეს და ვიმედოვმრბთ, ჩვენი  თანამშრომლობა  უფრო  ღრმა და ნაყოფიერი იქნება  მომავალში.

შეიძლება დაგაინტერესოთ