

ქართული კალიგრაფია ჩვენი ქვეყნის კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ეს ის განსაკუთრებული მემკვიდრეობაა, რომელიც ყველასგან გამოარჩევს ჩვენს ერს. ქართული დამწერლობა მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთია. ამ კულტურის შენარჩუნების, პოპულარიზაციისა და მომავალი თაობების მეტად დაინტერესების მიზნით შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში ტრადიციულად წელსაც ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ I-VI კლასის მოსწავლეები.