ხანდახან ქვეყნის სიყვარული გულში ასეც უნდა გაიხელო: ყველაფერი დატოვო და მიხვიდე იქ, სადაც შენს სამშობლოს ყველაზე მეტად სტკივა, შენი თვალით ნახო, მიწას შეეხო…იქნებ ცრემლიც უნდა ღვარო, რადგან წლების წინ ცრემლთან ერთად სისხლსაც ღვრიდნენ…
იმ ხალხის განცდაც უნდა იტკივილო, ენგურის ხიდზე გადმოსულები, სიმწრით რომ გახედავდნენ მადლიან კუთხეს…
აი, ასეთი გახელება სჭირდება ქვეყნის სიყვარულს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვალით არ გინახავს,არ განგიცდია. საკუთარ თავში უნდა ირწმუნო ერთი იდეა: არსებობს გზა, რომელიც ადრე თუ გვიან უკან დაგაბრუნებს…