სკოლის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო
1.1. ეს დებულება აწესრიგებს შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობას, სკოლის მართვის პრინციპებსა და წესებს.
მუხლი 2. სკოლის სტატუსი
2.1. სკოლა არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით. საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად.
2.2. სკოლა შექმნილია კერძო ქონების (საკუთრების) საფუძველზე და საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 29 აგვისტოს №92 გადაწყვეტილების თანახმად.
2.3.სკოლის სრული სახელწოდებაა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა.
2.4. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ.ქუთაისი, ბუხაიძის #9. ტელ.: 574 24 68 68
2.5. სკოლაში სწავლა მიმდინარეობს სახელმწიფო – ქართულ ენაზე.
2.6. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი, სატიტულო ფურცელი, ოფიციალური ვებ-გვერდი და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
2.7.სკოლის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია: www. mtschool.ge ელ.ფოსტა: www.info@mtschool.ge
მუხლი 3. სკოლის უფლებამოსილება
3.1. სკოლა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით’’, ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლის წესდებით, შინაგანაწესით, განათლების სისტემაში მოქმედი საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით.
3.2. სკოლა შეიძლება სასამართლოში გამოვიდეს მხარედ (მოპასუხედ ან მოსარჩელედ), მესამე პირებთან დადოს გარიგებები და შეთანხმებები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
3.3. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3.4. სკოლა დამოუკიდებელია თავისი სტრუქტურის ფორმირებაში.
მუხლი 4. სკოლის მისია
4.1. შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის მისიაა:
ჩვენ გვჯერა,რომ ბედნიერი ბავშვი წარმატებულია.მზად ვართ უზრუნველვყოთ პოზიტიური, უსაფრთხო და მასტიმულირებელი გარემო სწავლისთვის,სადაც ყველა ფასდება.ვფიქრობთ ,რომ ყველა ბავშვმა უნდა ისარგებლოს სწავლის უფლებით, მიაღწიოს თავის პოტენციალს და გახდეს დამოუკიდებელი მსწავლელი მთელი ცხოვრების განმავლობაში .
მუხლი 5. სკოლის ხედვა
ჩვენი ხედვაა აღვზარდოთ თავდაჯერებული და პასუხისმგებელი პიროვნებები, რომლებიც ისწრაფვიან თავიანთი სრული პოტენციალის მიღწევაში . ჩვენ ამას გავაკეთებთ კეთილგანწყობილი, ხალისიანი, უსაფრთხო და დამხმარე სასწავლო გარემოს შექმნით, სადაც ყველა თანასწორია და აღინიშნება ყველა მიღწევა .
5.1. სკოლა ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს. თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ზრუნავენ კვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც ღრმად იცნობენ მოსწავლის ინტელექტუალურ განვითარებასა და კულტურულ კაპიტალს.
5.2. სკოლა, მოსწავლის ცოდნისა და განვითარების შესახებ სრულ სურათს, გარკვეული პერიოდულობით ჩატარებულ სხვადასხვა სახის შეფასებაზე დაყრდნობით წარმოადგენს. შეფასების მონაცემები სკოლის საზოგადოებას რეგულარულად ეუწყება და მოსწავლის, მასწავლებლისა და ადმინისტრაციის თანამშრომლობისა და განვითარების საშუალებას ქმნის.
5.3. სკოლა ეფექტიანად ურთიერთობს მშობელთან. საზოგადოება ინფორმირებულია და ჩართულია სკოლის ცხოვრებაში, მხარს უჭერს სკოლის ინიციატივებს მიიღოს ახალი გამოწვევები, რომელიც XXI საუკუნის განათლებისთვის უცვლელ ღირებულებებსა და უნარ-ჩვევებს უზრუნველყოფს.
5.4. სკოლა მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლის კმაყოფილების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მაქსიმალური ნიშნულის მისაღწევად ისწრაფვის. ამისთვის იღწვის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად და პიროვნული განვითარების ხელშესაწყობად, წარმართავს პედაგოგთა საჭიროებებზე დაფუძნებულ შიდა პროფესიული განვითარების კურსებს და კონსულტაციებს, ქმნის ხარისხიანი დისტანციური განათლების ინფრასტრუქტურას, მარკეტინგული და პიარ-აქტივობების მეშვეობით ზრდის სკოლის ცნობადობას.
მუხლი 6. სკოლის მიზანი
6.1. თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს წარმატებული სწავლა და პრობლემების წარმატებით გადაჭრა.
სკოლის თითოეული მოსწავლის წახალისება აზროვნებაში, განსჯაში, პრობლემების გადაწყვეტაში.
მოსწავლის მომზადება ცხოვრებისათვის დამოუკიდებელი სასიცოცხლო უნარების განვითარების გზით.
6.2. მოხალისეობის ტრადიციის დანერგვა, მოსწავლის წახალისება თანატოლთა შორის და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობისათვის
6.3. ლიდერისა და მამულიშვილის უნარის განვითარება
6.4. სკოლის თითოეულ მოსწავლეში საკუთარი თავისა და სხვათა პატივისცემის გრძნობის აღზრდა კონკურენტული რეიტინგის გარეშე, შინაგანი თავისუფლების გამოვლენის და საკუთარ შესაძლებლობათა რეალური შეფასების გზით.
მუხლი 7. აქტივობათა ველები სკოლის მისიის მისაღწევად:
7.1. მოსწავლეთა მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასკოლო საგნობრივი პროგრამის ათვისება;
7.2. მოსწავლეთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
7.3. ხელსაყრელი გარემოს შექმნა მოსწავლეთა თვითრეალიზაციისა და თვითგამორკვევისათვის;
7.4. მოსწავლეებში ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების, კანონმორჩილების, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების, ეთიკური ღირებულებების პატივისცემის ჩამოყალიბება.
7.5. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მუხლი 8. საქმიანობა სკოლის სტარტეგიული მიზნების მისაღწევად
8.1. სწავლების თანამედროვე სტრატეგიებისა და ინოვაციების დანერგვა;
8.2. მშობლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
8.3. სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა;
8.4. მოსწავლეთა და დასაქმებულთა უსაფრთხოება სკოლის ტერიტორიაზე;
8.5. უსაფრთხო, ეფექტიანი, ესთეტიკური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო სასკოლო გარემოს შექმნა;
8.6. მასწავლებლის პროფესიული განვითარება;
8.7. სკოლის შენობის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო სტანდარტების, სანიტარული ნორმებისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვა.
მუხლი 9. სკოლის კონცეფტუალური მიზნები და პრიორიტეტები
9.1. სკოლის კონცეფტუალური მიზნებია:
9.1.1.აღზარდოს თავისუფალი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, ეროვნულ და დემოკტარიულ ფასეულობებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.
9.1.2. ჩაუნერგოს სიყვარული და კეთილგანწყობა გარშემომყოფთა მიმართ და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი.
9.1.3.მისცეს მოსწავლეებს საფუძვლიანი ცოდნა, განუვითაროს დამოუკიდებლად მუშაობის, ორგანიზებულობის, გადაწყვეტილების მიღების, ლოგიკური აზროვნებისა და თანამედროვე სამყაროში ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
9.2. ოპერატიული მიზნები და პრიორიტეტებია:
9.2.1. სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება.
9.2.2. მოსწავლეთა მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება.
9.2.3. ხელსაყრელი გარემოს შექმნა მოსწავლეთა თვითრეალიზაციისა და თვითგამორკვევისთვის.
9.2.4.მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, ეროვნული ღირებულებების მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბება.
9.3. სკოლის ძირითადი ამოცანებია:
9.3.1. შეუქმნას მოსწავლეს პირობები სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
9.3.2.ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
9.3.3. შეუქმნას მოსწავლეს პირობები და მისცეს ცოდნა და განუვითაროს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
9.4. სკოლის გრძელვადიანი პრიორიტეტებია:
9.4.1. სწავლა-სწავლების მეთოდური სიახლეების დანერგვა და განვითარება.
9.4.2. მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამების შექმნა.
9.4.3. მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
9.4.4. უახლესი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება.
თავი II. სკოლის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 10. სტრუქტურის მიმოხილვა
10.1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს დამფუძნებელ პარტნიორთა საბჭოს, დირექციას, ადმინისტრაციას, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს და ტექნიკურ პერსონალს.
10.2. დამფუძნებელთა პარტნიორთა საბჭო წარმოადგენს საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს, რომლის ფუნქციები განსაზღვრულია შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის წესდებით.
10.3. სკოლის დირექცია შედგება: დირექტორის, დირექტორის მოადგილის და დაწყებითი საფეხურის მენეჯერისგან.
10.4. გადაწყვეტილებას სკოლის სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს დირექტორი. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებითა ან/და დირექტორის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.
მუხლი 11. სკოლის ადმინისტრაცია, დამკვირვებლები და ტექნიკური პერსონალი
11.1. საგანმანათლებლო–სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობისა და სკოლის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, სკოლას ჰყავს ადმინისტრაცია. ადმინისტრაციულ პერსონალს წარმოადგენენ:
ა) ხარისხის მართვის მენეჯერი
ბ) საქმეთა მწარმოებელი
გ) ბუღალტერი
დ) ბიბლიოთეკარი
ე) ექიმი / ექთანი
ვ) უსაფრთხო სკოლის მენეჯერი
11.2. სკოლის გარე, ავტორიტეტული და მაღალკომპეტენტური საზოგადოების მიერ სკოლის ცხოვრებაზე მუდმივი დაკვირვების, კვალიფიციური და ობიექტური კონსულტაციების მიღების მიზნით, სკოლას ჰყავს ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული მართვის დამხმარე ორგანო – მრჩეველთა საბჭო.
11.3. სკოლის საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, სკოლას ჰყავს ტექნიკური პერსონალი:
ა) დამლაგებელი;
თავი III. სკოლის დირექცია
მუხლი 12. სკოლის დირექტორი
სკოლის დირექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით ,,ზოგადი განათლების შესახებ“ თავი VIII.
12.1. სკოლას მართავს დირექტორი. 12.2. სკოლის დირექტორის უფლებამოსილება: 12.2.1. ახორციელებს სკოლის მართვას და წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
12.2.2. ამტკიცებს სკოლის დებულებას, შინაგანაწესს, საქმისწარმოების წესს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და სხვა აქტებს;
12.2.3. განსაზღვრავს პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესსა და პირობებს;
12.2.4. განსაზღვრავს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, იღებს გადაწყვეტილებას სკოლის პერსონალის შრომის ხელშეკრულებების დადება/შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად; უფლებამოსილია, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან არაკვალიფიციურობის დადასტურებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
12.2.5. შეიმუშავებს სკოლის სტრუქტურას;
12.2.6. ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას;
12.2.7. ზედამხედველობს სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
12.2.8.ამტკიცებს სკოლის განვითარების გრძელვადიან (ექვსწლიან) და ერთწლიან სამოქმედო გეგმებს;
12.2.9. უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ;
12.2.10. განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
12.2.11. აფორმებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებებს მოსწავლეების მშობლებთან ან/და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან;
12.2.12. იღებს გადაწყვეტილებას სწავლის საფასურის ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდის ფორმების შესახებ;
12.2.13. ზედამხედველობას უწევს სკოლის შინაგანაწესის შესრულებას.
12.2.14. ყოველდღიურად ზრუნავს სასკოლო დისციპლინის ამაღლებისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისათვის.
12.3.1. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსების გამოცხადებას, თანამშრომელთა რეკრუტირებას, წინასწარ დადგენილი შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით პროცედურების წარმართვას; ახალი თანამშრომლების ორიენტირება/სოციალიზაციას;
12.3.2. აწარმოებს მოლაპარაკებებს შესაბამის უწყებებთან სასკოლო საზოგადოებისთვის სოციალური დაცვის მორგებული პაკეტებით სარგებლობისთვის;
12.3.3. უზრუნველყოფს ყოველდღიურ რეჟიმში სასწავლო პროცესის გამართულად ფუნქციონირებას
12.3.4. წაახალისებს მასწავლებლებს და რეაგირებს დისციპლინურ გადაცდომებზე;
12.3.5. კოორდინირებას უწევს თანამშრომელთა გამოცხადებას, შვებულებებში გასვლას და სხვა საკადრო საკითხებს;
12.4.1. მოადგილესთან და ხარისხის მართვის მენეჯერთან ერთად იკვლევს პედაგოგოთა პროფესიულ საჭიროებებს და შედეგების გათვლისწინებით, ორგანიზებას უწევს მათ პროფესიულ განვითარებას;
12.4.2. ადმინისტრაციის სხვა წევრებთან ერთად ან დამოუკიდებლად ხვდება მშობლებს;
12.4.3. განიხილავს სკოლის ექიმის/ექთნის რეკომენდაციებს სკოლის ექიმის/ექთნის კაბინეტისათვის აუცილებელი აღჭურვილობის შევსებასთან დაკავშირებით და ხელს უწყობს სამედიცინო კაბინეტის გამართულად ფუნქციონირებას;
12.4.4. ორგანიზაციის განვითარებისათვის ანხორციელებს ინიციატივებს;
12.5.1. დირექტორის მოადგილესთან ერთად ხელმძღვანელობს სკოლის სამეურნეო საქმიანობას, უვლის სკოლის ქონებას.
12.5.2. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად იბარებს სკოლის ქონებას, ავეჯს, ინვენტარს,
მატერიალურ აქტივებს;
12.5.3. სკოლის თანამშრომლებს უზრუნველყოფს საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებით;
12.6.1. უზრუნველყოფს სკოლის დროულ მომზადებას სასწავლო პროცესის დასაწყებად;
12.6.2. ახორციელებს სამეურნეო მომსახურების და სკოლის შენობის, კლასების, სასწავლო კაბინეტების, ასევე სხვა ქონების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს;
12.6.3. ხელმძღვანელობს სკოლის ტერიტორიის დასუფთავების, კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს;
12.6.4. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს დამხმარე პერსონალის სამუშაოებს;
12.6.5. უზრუნველყოფს სკოლის ქონების საინვენტარიზაციო აღრიცხვას, მონაწილეობს სკოლის ქონების ინვენტარიზაციაში, დროულად ადგენს ანგარიშგებას და აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას;
12.6.6. იღებს ზომებს სკოლის სამეურნეო ხასიათის ხელშეკრულებების დროულ და ხარისხიანად შესრულებასთან დაკავშირებით;
12.6.7. კონტროლს უწევს სკოლის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის ორაგნიზებას, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებათა გამართულ მდგომარეობაში ყოფნას;
12.6.8. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სკოლის მიერ შესყიდული მატერიალური რესურსის დანიშნულების ადგილამდე მიტანას.
12.6.9. ადგენს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სტრატეგიას და ქმნის სტრატეგიულ გეგმას;
12.7.1. თვალს ადევნებს მოსწავლეთა სკოლაში მოსვლისა და წასვლის პროცესს და ღებულობს შესაბამის ზომებს;
12.7.2. ხელმძღვანელობს და მონიტორინგს უწევს უსაფრთხო სკოლის მენეჯერის მუშაობას და აკონტროლებს მათი ცვლის განრიგის სათანადოდ შესრულებას;
12.8.1. წარადგენს გეგმებს და ანგარიშებს მშობელთა წინაშე სკოლის მიერ განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი სიახლეების, პროექტების და პროგრამების შესახებ;
12.8.2. ათანხმებს მშობლებთან სკოლის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური დეტალებს;
12.8.3. აფორმებს მშობლებთან მომსახურების ხელშეკრულებებს.
12.8.4. უზრუნველყოფს სკოლის ექიმთან/ექთანთან და პედაგოგებთან მოსწავლეების, მშობლების და/ან მათი კანონიერი წარმომადგენლების გასაუბრების დანიშვნას, გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და რეაგირებას;
12.9. სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობა და ვალდებულება:
12.9.1 სკოლის დირექტორი პასუხისმგებელია: ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;
12.9.2 სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
12.10. სკოლის დირექტორი ვალდებულია მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა განახორციელოს გონივრულად და პროპორციულად კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით;
12.11. სკოლის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და საგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ბრძანებას.
მუხლი 13. დირექტორის მოადგილე -დაწყებითი საფეხურის მენეჯერი .
13.1.1. თავის საქმიანობას ახორციელებს წინამდებარე დებულების შესაბამისად.
13.1.2. ზედამხედველობას უწევს სასწავლო პროცესს;
13.1.3.ანაწილებს ფუნქციებს, დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
13.1.4.ესწრება გაკვეთილებს და სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის წანადადებებს წარუდგენს სკოლის დირექტორს;
13.1.5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის მითითებებს აძლევს და ზედამხედველობას უწევს
ხარისხის მართვის მენეჯერსა და სკოლის საქმეთა მწარმოებელს;
13.1.6. უზრუნველყოფს პედაგოგებისათვის პროფესიული კუთხით კონსულტაციების გაწევას;
13.1.7. ზედამხედველობს სკოლის სასწავლო პროგრამების შედგენისა და მისი განხორციელების პროცესს;
13.1.8. მონაწილეობას იღებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად საათობრივი ბადის შედგენაში.
13.1.9. უზრუნველყოფს სწავლა-სწავლების ხელშემწყობი მექანიზმების სრულყოფას;
13.1.10. ორგანიზებას უკეთებს სახელმძღვანელოების შერჩევისა და შეძენის პროცესს;
13.1.11.მონიტორინგს უწევს საგნობრივ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას, როგორც სკოლის შიგნით, ასევე მის გარეთ;
13.1.12.საქმიანობას წარმართავს ისე, რომ ყველა რესურსი გამართული და გამოყენებული იქნას მოსწავლეების კეთილდღეობისთვის;
13.1.13. ანაწილებს მოსწავლეებს კლასებში;
13.1.14.აცნობს მშობლებს სკოლის სასწავლო სივრცეს და აწვდის ინფორმაციას სკოლაში გამოყენებული აპრობირებული სწავლების მეთოდების შესახებ;
13.2.1. დირექციის წევრებთან ერთად კოორდინირებას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად იმ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებს, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია აღნიშნულ სასწავლო წელს;
13.2.2. ორგანიზებას უწევს პედაგოგიური საბჭოს მუშაობას;
13.2.3. უზრუნველყოფს ელექტრონული ჟურნალების წარმოებაზე მონიტორინგს;
13.2.4. კოორდინირებას და მონიტორინგს უწევს კათედრების ეფექტურ მუშაობას;
13.2.5. კათედრის ხელმძღვანელებთან ერთად, ორგანიზებას უწვეს საგნობრივი ტესტირებებისა და გამოცდების მიმდინარეობას;
13.2.6. კათედრის ხელმძღვანელებთან ერთად, ესწრება გაკვეთილებს და შესაბამის წანადადებებს წარუდგენს სკოლის დირექტორს;
13.2.7. სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის(ასეთის არსებობის შემთხვევაში) უხელმძღვანელებს ისგ[1] ჯგუფს, ისგ-ის განხორციელებასა და მონიტორინგს;
13.2.8. აწესებს კონტროლს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეების დახმარებაზე (მათთვის ინდივიდუალური და რემედიაციის პროგრამების შედგენა, დამატებითი მეცადინეობების დაგეგმვა);
13.2.9. ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს სადამრიგებლო პროგრამის განხორციელებას და მიზანმიმართულ მუშაობას. დირექტორს წარუდგენს კლასის დამრიგებელთა მუშაობის მონიტორინგს და შედეგებს სათანადო რეაგირებისთვის;
13.2.10. ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკარის მუშაობას;
13.2.11. ახორციელებს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს სასკოლო-
საგანმანათლებლო თემებზე;
13.2.12. ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტების გამართულობას;
13.2.13. უზრუნველყოფს პედაგოგებისათვის პროფესიული კუთხით კონსულტაციების გაწევას;
13.2.14. დირექციის სხვა წევრებთან ერთად ან ინდივიდუალურად ხვდება მშობლებს.
13.2.15. აწარმოებს მონიტორინგს კლასების მიხედვით, მოსწავლის მიერ თითოეულ საგანში მიღწეული შედეგების ანალიზს და შეფასებას, კლასების აკადემიური მოსწრების დინამიკის შესახებ. შეფასების პრინციპების სრული დაცვის, მათი ოპტიმალური და უწყვეტი გამოყენების შესახებ;
13.3.1. ხელს უწყობს მოსწავლეებს სწავლასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში;
13.3.2. უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე ჩატარებული ღონისძიებების ფოტო/ვიდეო გადაღებას და აღნიშნული მასალის დაარქივებას;
13.3.3. უზრუნველყოფს სკოლის ურთიერთობების კოორდინაციას სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან. უზრუნველყოფს შესაბამისი შეხვედრების ორგანიზებას და განხილული და შეთანხმებული საკითხების მონიტორინგს;
13.3.4. . მართავს სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდს, უზრუნველყოფს ამ და სხვა სოციალური მედიის საშუალებებით ინფორმაციის მოძიებას, მომზადებას და გავრცელებას. ამასთან, იგი რეაგირებას ახდენს მის მიერ დაორგანიზებული პოსტების, სარეკლამო თუ სოციალური კამპანიების გამოხმაურებებზე (პასუხობს დაინტერესებული პირების შეკითხვებს, აწვდის მათ სათანადო ინფორმაციას და ა.შ);
13.3.5. თვალყურს ადევნებს აღსაზრდელის სრულყოფილ ფსიქიკურ განვითარებას ყოველ ასაკობრივ საფეხურზე, რისთვისაც ატარებს სათანადო მუშაობას მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან და დირექციასთან
13.4.1. ხელს უწყობს მისწავლეთა, და განსაკუთრებით მობილობით გადმოსულთა სასკოლო გარემოსთან ადაპტაციას;
13.4.2. ხელს უწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ჯანსაღი ეთიკური ურთიერთობების დამყარებას;
13.4.3. იკვლევს მოსწავლის აკადემიური ჩამორჩენისა და სოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და კომპეტენციის ფარგლებში, უწევს შესაბამის პედაგოგიურ დახმარებას;
13.4.4შეიმუშავებს რეკომენდაციებს კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრისა და აღმოფხვრისათვის. ასრულებს მედიატორის როლს;
13.4.5.იკვლევს იმ მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს, რომელთაც აქვთ რთული გამოწვევები სასწავლო პროცესთან ადაპტაციისას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს არსებული გამოწვევების გადასაჭრელად;
13.4.6.ატარებს შეხვედრებს, საუბრებს პედაგოგებთან, მშობელებთან და მოსწავლეებთან სხვადასხვა პრობლების მოგვარების ან პრევენციის მიზნით;
13.4.7.მონაწილეობს მოსწავლეთა მიღების პროცესში და შესაბამის რეკომენდაციას აძლევს სკოლის დირექტორსა და მშობელს.
13.4.8. ზრუნავს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაზე და ეთიკური გარემოს შექმნაზე.
13.5. უზრუნველყოფს: სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების დაგეგმვა – ორგანიზებას; კულტურულ – ესთეტიკური ღონისძიებების ორგანიზებას (მუზეუმებში, საგამოფენო დარბაზებში, სამხატვრო გალერეებში, კინო-თეატრებში); ხვადასხვა სასკოლო ღონისძიებების კლასის დამრიგებლებთან და პედაგოგებთან ერთად ჩატარებას;
13.6.1. დირექტორის მოთხოვნის შემთხვევაში, იგი ესწრება დირექტორთან გამართულ შეხვედრებს;
13.6.2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
13.6.3. ხარისხის მართვის ხელმძღვანელთან ერთად ორგანიზებას უწევს საგნობრივ ოლიმპიადებს, კონკურსებს, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებს და სხვა მსგავს ღონისძიებებს;
დაწყებითი საფეხურის მენეჯერი:
13.7.1 ადგენს გაკვეთილების ცხრილს;
13.7.2. პასუხისმგებელია საგაკვეთილო პროცესის კოორდინაციაზე;
13.7.3.პასუხისმგებელია მასწავლებელთა შეცვლის აღრიცხვაზე;
13.7.4. თვალყურს ადევნებს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების მუშაობას;
13.7.5. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სადამრიგებლო პროგრამის განხორციელებას დაწყებით საფეხურზე. ამისათვის იგი:
– დამრიგებელთა კანდიდატურებს წარუდგენს სკოლის დირექტორს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.
– ატარებს მათი მუშაობის მონიტორინგს და ყოველი სემესტრის ბოლოს შედეგებს წარუდგენს სკოლის დირექტორს;
13.7.6.პასუხისმგებელია მასწავლებელთა მიერ წარმოებული პორტფოლიოების მონიტორინგზე;
13.7.7. არის ელექტრონულ ჟურნალზე მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.
13.7.8. ყოველი სემესტრის ბოლოს ვალდებულია სკოლის დირექტორს წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ;
თავი IV. სკოლის ადმინისტრაცია
მუხლი 14. ხარისხის მართვის მენეჯერი
14.1. ხარისხის მართვის მენეჯერი:
14.1.1. ახორციელებს სწავლის ხარისხის მართვას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
14.1.2. აწარმოებს სკოლაში სასწავლო პროცესის ხარისხის კონტროლს;
14.1.3. ზედამხედველობს კათედრებისა და მასწავლებლების მიერ პორტფოლიოს წარმოებას;
14.1.4. ზედამხედველობს სკოლის სასწავლო პროგრამების შედგენისა და მისი განხორციელების პროცესს;
14.1.5. ორგანიზებას უწევს საგნობრივ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას, როგორც სკოლის შიგნით, ასევე მის გარეთ.
14.1.6. მონიტორინგს უწევს საგნობრივი ტესტირებებისა და გამოცდების მიმდინარეობას, აანალიზებს მის შედეგებს;
14.1.7. საქმიანობას წარმართავს ისე, რომ ყველა რესურსი გამართული და გამოყენებული იქნას მოსწავლეების კეთილდღეობისთვის;
14.1.8. დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სკოლის სასწავლო პროცესის სრულყოფის შესახებ;
14.1.9. იკვლევს პედაგოგოთა პროფესიულ საჭიროებებს და შედეგების გათვალისწინებით გეგმავს მათი პროფესიული განვითარების ტრენინგებს, სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს, უზრუნველყოფს აღნიშნულ ღონისძიებათა გეგმაზომიერ განხორციელებას. თავისი კოპმეტენციის ფარგლებში ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე;
14.1.10. კლასების მიხედვით აწარმოებს მონიტორინგს, აფასებს მოსწავლეების მიერ თითოეულ საგანში მიღწეულ შედეგებს და ამზადებს ანალიზს კლასების აკადემიური მოსწრების დინამიკის შესახებ.
14.2. გეგმავს არაფორმალური განათლების სასწავლო პროცესს (სასწავლო პროცესის, მასწავლებლის საქმიანობის მონიტორინგი) და ორგანიზებას უწევს მას;
14.3. კომპეტენციის ფარგლებში, ყოველი აკადემიური წლის ბოლოს ამზადებს საანგარიშო მოხსენებას,რომელსაც წარუდგენს სკოლის დირექტორს .
მუხლი 15. საქმეთა მწარმოებელი
15.1. საქმეთა მწარმოებელი თავის საქმიანობას წარმართავს სკოლის დებულებისა და საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად;
15.2.1. უზრუნველყოფს მასწავლებელთა და სკოლის სხვა თანამშრომლების პირადი საქმეების მოწესრიგება;
15.2.2. აწარმოებს მოსწავლეთა მოძრაობის აღრიცხვას (მოსწავლეთა ჩარიცხვა/ამორიცხვა) და სხვა სასკოლო დოკუმენტაციას;
15.2.3. პასუხისმგებელია სკოლის არქივის დაცვაზე, პერსონალური მონაცემების დაცვაზე, სკოლაში ერთიანი საქმის წარმოების უზრუნველყოფაზე;
15.2.4. ახორციელებს კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრირებას, დამუშავებას, სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა შესრულებას და დოკუმენტების დანიშნულებისამებრ გადაცემას და დაგზავნას;
15.2.5. სკოლის დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს გამოსაცემი ბრძანებების პროექტების მომზადებას;
15.2.6. ახორციელებს დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკურ უზრუნველყოფას, დაბეჭდვას, ასლის გადაღებას და გამრავლების ორგანიზებას, დოკუმენტების ბლანკების შემუშავებას;
15.2.7. გასცემს ინფორმაციას სკოლაში შემოსული კორესპონდენციის შესრულებასა და გასული
კორესპონდენციის დაგზავნის მდგომარეობაზე;
15.2.8. აკონტროლებს და აწესრიგებს მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებას;
15.2.9. უზრუნველყოფს ბრძანების პროექტების მომზადებას, კონტროლს უწევს დირექტორის ბრძანებების, განკარგულებების და დავალებების ადრესატებამდე მიტანას;
15.2.10. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში (http://eschool.emis.ge/) შეჰყავს, ატვირთავს და განახორციელებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა ოპერაციებს;
15.3.1. აწარმოებს სტატისტიკას სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა შესახებ;
15.3.2. მართავს ელექტრონულ ჟურნალს;
15.3.3.დისტანციური სწავლების პერიოდში ორგანიზებას უკეთებს ცხრილების განთავსებას კალენდარში.
15.3.4.ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მასწავლებლებლებს და მოსწავლეებს.
15.3.5. გაკვეთილების ცხრილში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ პროექტს წარუდგენს დირექტორს.
15.3.6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებით: აწარმოებს მოსწავლეთა და მშობელთა შესახებ მონაცემთა შეგროვებასა და მათ დამუშავებას; სკოლის ნომერზე შემოსული ზარებისათვის პასუხების გაცემას და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; სკოლის ელექტრონული ფოსტის და ელექტრონული ჟურნალის;
15.4. კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სკოლის დირექტორის სხვა დავალებებს.
15.5.1. მონიტორინგს უწევს სკოლის ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარებას (გაფართოება და მომსახურეობა);
15.5.2. უზრუნველყოფს სკოლის შიდა ქსელური სერვისების პროგრამულად გამართვას;
15.5.3. საჭიროების შემთხვევაში, უწევს კონსულტაციას სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სკოლის სხვა თანამშრომლებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაში;
მუხლი 16. ბუღალტერი
16.1.1. ახორციელებს სკოლის თანამშრომელთა ხელფასების დაანგარიშებას, სათანადო ცვლილებების დროულ ასახვას და გასცემს ხელფასებს;
16.1.2. ახორციელებს მოსწავლეთა სწავლის საფასურისა და სხვა მომსახურებების გადასახადების გადახდის მონიტორინგს.
16.1.3. ახორციელებს სკოლის ფინანსების ანალიზს.
16.1.4. ადგენს ორგანიზაციის წლიური ანგარიშს;
16.1.5. დირექტორთან შეთანხმებით შეიმუშავებს სკოლის ბიუჯეტის პროექტს;
16.1.6. უზრუნველყოფს მიწოდებული ინვოისების მიხედვით თანხის გადარიცხვას შესაბამისი საქონლის/მომსახურების შესაძენად;
16.1.7. აღრიცხავს გაცდენილ და შეცვლილ გაკვეთილებს და ყოველი თვის ბოლოს მიაწვდის დირექტორს.
16.2.1. წარმართავს საფინანსო საქმიანობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით იქნება ეს საგადასახადო თუ სხვა ფიკლაურ-ვალდებულებითი ორგანოები
16.2.2. ანხორციელებს საბუთების დროულ გაფორმებას და აკონტროლებს ჩატარებული ოპერაციების კანონიერებას;
16.2.3. იცავს ფულად სახსრებს;
16.2.4. ასრულებს სკოლის ფინანსური ვალდებულებების დროულ შესრულებას;
16.2.5. მონაწილეობს ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციასა და აღრიცხვაში;
16.2.6. აღრიცხავს, არეგისტრირებს, ინახავს და აარქივებს ბუღალტრულ დოკუმენტებს ხარჯთა ნუსხებს, აგრეთვე სხვა საბუთებს;
16.2.7. დროულად რიცხავს და გასცემს სკოლის თანამშრომელთა ხელფასებს; აწარმოებს ანგარიშსწორებას ბანკთან, საგადასახადო ორგანოებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან.
16.2.8. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სკოლის დირექტორის და სხვა პირის დავალებების შესრულებას.
16.2.9.თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთების ონლაინ შესყიდვებში.
მუხლი 17. სკოლის ექიმი
17.1.1. უწევს პირველად სამედიცინო დახმარებას მოსწავლეებსა და სკოლაში დასაქმებულ პირებს. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში მყოფ ნებისმიერ სხვა პირს;
17.1.2. საჭიროების შემთხვევაში, აანალიზებს სკოლაში არსებული ავადობის შემთხვევებს და შეიმუშავებს შესაბამის მითითებებსა და რეკომენდაციებს;
17.1.3. სკოლაში ინფექციის გამოვლენის ან გავრცელების შემთხვევაში, დაავადების კერის ლიკვიდაციის მიზნით, შესაბამის ორგანოებთან ერთად უზრუნველყოფს აუცილებელი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას;
17.1.4. ახორციელებს სკოლაში სანიტარულ- ეპიდსაწინააღმდეგო და ჰიგიენური ღონისძიებების კოორდინაციას და სკოლის თანამშრომელთა ინსტრუქტირებას მისაღები ღონისძიებების შესახებ;
17.1.5. მშობლის განცხადების საფუძველზე განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს სხვადასხვა სამედიცინო დიაგნოზის მქონე მოსწავლეები (დიაბეტი, ეპილეფსია, დაქვეითებული მხედველობა და სხვა) და უზრუნველყოფს მათთვის სამედიცინო პრეპარატების მიწოდებას, დანიშნულების შესაბამისად;
17.1.6. ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები) და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენციას პერიოდული სამედიცინო გასინჯვების ორგანიზების გზით;
17.1.7. გეგმავს და ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების პრევენციისადმი მიმართული ღონისძიებების განხორციელებას;
17.1.8. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურად თანამშრომლობს უბნის/ოჯახის ექიმთან;
17.1.9. საჭიროების შემთხვევაში, იძახებს სასწრაფო დახმარებას;
17.1.10. მეთვალყურეობს სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოების ჩატარებას;
17.1.11. კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სკოლის დირექტორის სხვა დავალებებს .სხვა უფლება -მოვალეობები გაწერილია ექიმის/ექთნის მუშაობის დებულებაში.( იხ.ექიმის /ექთნის მუშაობის დებულება)
მუხლი 18. ბიბლიოთეკარი
18.1. სკოლის ბიბლიოთეკარი ვალდებულია:
18.1.1. მართოს სკოლის ბიბლიოთეკა – უზრუნველყოს ბიბლიოთეკის გამართული მუშაობა როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი კუთხით, მოაწესრიგოს წიგნადი ფონდი;
18.1.2. დაამყაროს კავშირი სხვადასხვა ბიბლიოთეკებთან;
18.1.3. განახორციელოს ფონდის ფიზიკური და ელექტრონილი კატალოგიზაცია-კლასიფიკაცია (ბიბლიოთეკაში თუ ცალკეულ კაბინეტებში წიგნების აღრიცხვა და საბიბლიოთეკო პროგრამაში შეყვანა, კატალოგების შევსება);
18.1.4. შექმნას წიგნების ელექტრონული ბიბლიოთეკის კატალოგები და სისტემატურად გაამდიდროს ელექტრონული წიგნების ფონდი
18.1.5. აწარმოოს ბიბლიოთეკის წევრთა ფიზიკური და ელექტრონილი რეგისტრაციის ჟურნალი;
18.1.6. განახორციელოს მოსწავლეთა მიერ წიგნების გატანისა და დაბრუნების აღრიცხვა;
18.1.7. წარადგინოს წინანდადებები ბიბლიოთეკის სათანადო ლიტერატურით გამდიდრების თაობაზე. მოიძიოს შესაბამის ინფორმაცია წიგნების შესყიდვასთან დაკავშირებით.
18.1.8. მოსწავლეებს დროულად მიაწოდოს საჭირო მასალა.
18.1.9.კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სკოლის დირექტორის სხვა დავალებებს.სხვა უფლება/მოვალეობები დაწვრილებით აღწერილია ბიბლიოთეკის დებულებაში .(იხ. ბიბლიოთეკის დებულება)
მუხლი 19. უსაფრთხო სკოლი მენეჯერი
19.1. უსაფრთხო სკოლის მენეჯერის უზრუნველყოფს:
19.1.1. სკოლაში ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
19.1.2. სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული ტერიტორიის მიხედვით;
19.1.3. სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთასა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებას;
19.1.4. დირექციის და მასწავლებლის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობას, მათთან ინდივიდუალური გასაუბრებას, მათ ქცევაზე დაკვირვებას;
19.1.5. მოსწავლეთა მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირის ინფორმირებას სოციალური ქცევის გამოწვევების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ;
19.1.6. კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენასა და კონფლიქტის მოგვარებას;
19.1.7. საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვასა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობას;
19.1.8. ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონიტორინგს;
19.1.9. კომპეტენციის ფარგლებში, სკოლის დირექტორის სხვა დავალებების შესრულებას.
უსაფრთხო სკოლის მენეჯერის სხვა უფლება-მოვალეობები იხილეთ უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებში .
მუხლი 20. IT მენეჯერი
20.1. ხელს უწყობს საგამოცდო პროცესის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას;
20.2.ხელმძღვანელობს სკოლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ინფრასტრუქტურის (პროგრამული უზრუნველყოფა, ტექნიკური უზრუნველყოფა, ქსელი) მოვლასა და განახლებას.
20.3.განსაზღვრავს სკოლის დირექციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების საჭიროებებს ისტ-ის სფეროში.
20.4. კოორდინაციას უწევს სკოლის ინფორმაციული სისტემის განვითარებას (ვებგვერდი, მოსწავლეების საინფორმაციო ბაზა, დოკუმენტაციის მართვის სისტემა და სხვ.)
20.5. გეგმავს, კოორდინაციას უწევს და შეიმუშავებს სკოლის მიერ ისტ-ის რესურსების ეფექტურად გამოყენების გზებს.
20.6.ახორციელებს შიდა სასკოლო ტესტური წერების პროგრამულ უზრუნველყოფას.
თავი V. სკოლის ტექნიკური პერსონალი
მუხლი 21. სკოლის დარაჯი
სკოლის დარაჯის ფუნქცია : 21.1. უზრუნველყოს სკოლის შენობისა და ეზოს დაცვა. 21.2. უზრუნველყოს სკოლის შიდა დ გარე პერიმეტრის კონტროლი.
სკოლის დარაჯის უფლება-მოვალეობები იხ.თანამდებობრივ ინსტრუქციებში.
მუხლი 22. დასუფთავების სამსახური (დამლაგებელი)
22.1. სკოლის დამლაგებლის ფუნქციებია:
22.1.1. გამოცხადდეს სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებამდე 30-წუთით ადრე (გაანიავოს საკლასო ოთახები);
22.1.2. დაიცვას სისუფთავე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას როგორც დერეფანში, ასევე სველ წერტილებში;
22.1.3. ყოველდღიურად დაასუფთაოს სკოლის შენობა;
22.1.4. ყველა საჭირო ინვენტარისთვის წინასწარ მიმართოს სკოლის დირექტორის მოადგილესა და საქმეთა მმართველს;
22.1.5. ყოველდღიურად დაალაგოს სკოლის შენობა სველი წესით;
22.1.6. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სკოლის ექიმის/ექთნის ზედამხედველობით სკოლაში ჩაატაროს სადეზინფექციო სამუშაოები;
22.1.7. კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს სკოლის დირექტორის დავალებები.
თავი VI. სკოლის სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 23. პედაგოგიური საბჭო
23.1. პედაგოგიური საბჭო სასწავლო წლის დასაწყისში ხმების უმრავლესობით ირჩევს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარესა და მდივანს 3 (სამი) წლის ვადით;
23.2. პედაგოგიური საბჭოში შედის სკოლის ყველა მასწავლებელი.
23.3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;
23.4. პედაგოგიურ საბჭოს თავმჯდომარე სკოლის დირექტორთან შეთანხმებით ნიშნავს შეკრების თარიღსა და დროს, ასევე უზრუნველყოფს შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სკოლის საზოგადოებაში. ადგენს და უთანხმებს დირექტორს ან სასწავლო პროცესის ხელმძღვანელს სხდომის დღის წესრიგს, უზრუნველყოფს დღის წესრიგის გამოქვეყნებას სკოლის საინფორმაციო დაფაზე.
23.5. პედაგოგიურ საბჭოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს სხდომის ოქმის, სხდომაზე წარსადგენი
დოკუმენტაციისა და მასალების მომზადებას, გავრცელებასა და შეკრებას. პედაგოგიურ საბჭოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს სხდომების ოქმების დოკუმენტაციისა და მასალების შენახვას დირექციასთან შეთანხმებით.
23.6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი;
23.7. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა;
23.8. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
23.9. პედაგოგიურ საბჭო სასწავლო წლის დასაწყისში:
23.9.1. განიხილავს სასკოლო სასწავლო გეგმას;
23.9.2. ამტკიცებს პედაგოგიური საბჭოს სამუშაო გეგმას;
23.9.3. განიხილავს სკოლის შინაგანაწესს ;
23.9.4. განიხილავს სკოლის მისიას ;
23.9.5. საფეხურებისა და საგნების შესაბამისად გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან ამტკიცებს კათედრების მიერ შერჩეული სახელმძღვანელოების ნუსხას;
23.9.6. იღებს გადაწყვეტილებებს სწავლა-სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად;
23.9.7.იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასწავლო პროცესს.
მუხლი 24. საგნობრივი კათედრები
24.1. სკოლა უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებულია საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი.
24.2. კათედრის თავმჯდომარეს ბრძანებით ნიშნავს სკოლის დირექტორი.
24.3. საგნობრივი კათედრების რაოდენობა განისაზღვრება სასკოლო-სასწავლო გეგმით.
მუხლი 25. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
25.1. კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
25.2. სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
25.3. პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.
მუხლი 26. საგნობრივი კათედრების ფუნქციებია:
26.1. საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
26.2. კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
26.3. საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
26.4. სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
26.5. პერიოდულად ღია გაკვეთილების ორგანიზება, მასზე დასწრება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიზნით;
26.6. რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.;
26.7. შემაჯამებელი დავალების ანალიზის კონტროლი.
მუხლი 27. კლასის დამრიგებელი
27.1 ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი.
27.1.1 დამრიგებელი შეიმუშავებს სადამრიგებლო პროგრამას და სასაუბრო თემებს „კლასის საათისთვის“ რომლის საფუძველზე დამრიგებელი, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, გეგმავს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს (აქტივობები შედგება როგორც კლასში/სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც, მაგ., ექსკურსიაზე, ლაშქრობაზე, მუზეუმის დათვალიერებისას და სხვა.).
27.1.2. დამრიგებელი კლასისთვის ატარებს ,,კლასის საათს”, სადაც მოსწავლეები დამრიგებელთან ერთად განიხილავენ და მსჯელობენ კვირის განმავლობაში კლასის წარმატებებზე, ხარვეზებზე და წამოჭრილ პრობლემებზე და დასახავენ სამომავლო გეგმებს.
მუხლი 28. დამრიგებლის ფუნქციები
28.1 დამრიგებელს ევალება:
28.1.1. დილით, სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში და სასწავლო დღის დასრულებამდე არ დატოვოს კლასი.
28.1.2. დამრიგებელი უფლებამოსილია, დაესწროს სადამრიგებლო კლასში გაკვეთილებს და იქონიოს ინფორმაცია მოსწავლეთა აკადემიური თუ ქცევითი მდგომარეობის შესახებ.
28.1.3. ყოველი ახალი კლასის მიღების დროს ყოფილი დამრიგებლისგან გადაიბაროს კლასის დოკუმენტაცია, მიიღოს როგორც კლასის ყოფილი ხელმძღვანელის.
28.1.4. დასვენებაზე თვალყური ადევნოს კლასს;
28.1.5. მოსწავლე გაკვეთილებიდან გაათავისუფლოს მხოლოდ დირექციის თანხმობის შემდეგ.
28.1.6. გააკონტროლოს თავის კლასში შემსვლელ მასწავლებელთა მიერ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სისტემატიურობა.
28.1.7. დაიცვას ელექტორნული ჟურნალის წარმოების წესები.
28.1.8. დირექციას გადასცეს ხშირი გაცდენების მქონე მოსწავლეთა სია.
28.1.9. ექსკურსიის მოწყობის სურვილის შემთხვევაში, კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, განცხადებით მიმართოს დირექტორს ექსკურსია მოსწავლეთათვის უნდა იყოს მიზნობრივი და შემეცნებითი.
28.1.10. დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სხვა პრობლემების დაძლევაში.
28.1.11. მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის განახორციელოს ეფექტური კომუნიკაცია, კეთილგანწყობა და შექმნას პარტნიორული ატმოსფერო. ჩაატაროს მაღალი პედაგოგიური ტაქტიკისა და ეთიკის ნორმების დამამკვიდრებელი ღონისძიებები და აქტივობები.
28.1.12. საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვა შეამოწმოს
ყოველდღიურად.
28.1.13. სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
28.1.14. თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, ამ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მიმღები სკოლისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
28.1.15. ინდივიდუალური შეხვედრების დროს გააცნოს მშობლებს შვილის მოსწრების საკითხები.
დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ მეორე მშობელთან ან მის თანდასწრებით საუბარი. თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია გაიგოს გაცდენის მიზეზი ყოველი ასეთი შემთხვევისას. აუცილებელია, დამრიგებელი პერიოდულად ეკითხებოდეს საგნების მასწავლებლებს მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა და ზოგადი წარმატებების შესახებ.
28.1.16. მეთვალყურეობა გაუწიოს მოსწავლეებს მეცადინეობის საათებში, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის აკადემიური მოსწრება დაბალია.
28.1.17. ორგანიზება გაუკეთოს მშობელთა კრებებს.
28.1.18. დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
28.1.19. ყოველი სემესტრის ბოლოს აცნობოს მშობელს მისი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ;
28.1.20. გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზი და აცნობოს მშობელს;
28.1.21. საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით;
28.1.22. შეიტანოს მოსწავლის პირად საქმეში ყველა საჭირო ჩანაწერი.
თავი VIII. მასწავლებლისა და მოსწავლის უფლება-მოვალეობები
მუხლი 30. მასწავლებელი:
30.1. მონაწილეობს ან/და წარმართავს სასწავლო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
30.2. მასწავლებელი უფლებამოსილია:
30.2.1. მოსთხოვოს სკოლას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
30.2.2. მიიღოს შრომის ანაზღაურება სკოლის მიერ დადგენილი წესით;
30.2.3. აიმაღლოს კვალიფიკაცია;
30.2.4. ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და შემოქმედებითი საქმიანობა;
30.2.5. სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს საგნის პროგრამების გეგმების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
30.2.6. ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
30.3. მასწავლებელი ვალდებულია:
30.3.1. მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება;
30.3.2. კვალიფიციურად განახორციელოს მოსწავლეთა სწავლება და ზოგადი განათლებისათვის ხელშეწყობა;
30.3.3. იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
30.3.4. იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
30.3.5. დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
30.3.6. შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;
30.3.7. საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 31. მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები
31.1. სკოლის მოსწავლეს უფლება აქვს:
31.1.1. მიიღოს ხარისხიანი განათლება;
31.1.2. თანაბარ პირობებში ისარგებლოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო,
საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
31.1.3. მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება;
31.1.4. თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, წარმოადგინოს დასაბუთებული წინადადებები, სამართლიანი, ობიექტური და კრიტიკული შენიშვნები სკოლის დირექციასთან სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას;
31.1.5. მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და სკოლის დებულებით და საგანმანათლებლო
მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
31.1.6. მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში;
31.1.7.განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
31.2. მოსწავლე ვალდებულია:
31.2.1. ისწავლოს სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგანი, რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასკოლო სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები;
31.2.2. დაიცვას სკოლის დებულება, შინაგანაწესი, მოსწავლის ქცევის კოდექსი და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;
31.2.3. იყოს დისციპლინირებული და ბეჯითი;
31.2.4. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
31.2.5. სათანადო ჩაცმულობით და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი სამუშაო ადგილი საკლასო ოთახში;
31.2.6. გაუფრთხილდეს სკოლის სახელს და ავტორიტეტს;
31.2.7. პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს.
31.3. სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის ქმნის აუცილებელ პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის, შენობაში გადაადგილების ხელშეწყობაში თუ სხვა შეღავათების დადგენაში.
31.4. სკოლა მოსწავლესთან (ან მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან, ან მოსწავლის მეურვესთან, ან მოსწავლის მზრუნველთან) ყოველწლიურად დებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებას.
თავი IX. მშობლებთან ურთიერთობა და შიდა კონტროლის წესი
მუხლი 32. მშობლებთან კომუნიკაციის საშუალებანი, ფორმები და პერიოდულობა
32.1. სკოლაში მიმდინარე სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მშობელს მიეწოდება კლასის დამრიგებლის, მასწავლებლებისა და დირექციის მხრიდან.
32.2. მოსწავლის აკადემიური მოსწრების, პირადი ურთიერთობების, დისციპლინის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი განხილვა საჯაროდ დაუშვებელია. მოსწავლის პირად ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამრიგებელი ან ადმინისტრციის წევრი პირადად ხვდება მშობელს;
32.3. საგნის მასწავლებელი, მშობელთან პირადი ურთიერთობის დროს უფლებამოსილია მშობელს გააცნოს სასწავლო შედეგები, მხოლოდ იმ სასწავლო დისციპლინაში, რომელსაც ასწავლის.
მუხლი 33. სკოლის შიდა კონტროლის განხორციელების წესი
33.1. სკოლის შიდა კონტროლის სისტემას შეიმუშავებს დირექტორი და ასახავს მის მიერ გამოცემულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში.
33.2. სკოლის შიდა კონტროლის მექნიზმებია:
33.2.1. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მიმდინარეობისა და საგანმანათლებლო მიზნების შესრულების შესწავლა და შედეგების განხილვა კათედრის ან/და პედაგოგიურ საბჭოზე;
33.2.2. დაკვირვება პედაგოგზე, რაც გამოიხატება გაკვეთილზე დასწრებითა და მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების აღრიცხვით;
33.2.3. ცალკეულ საგნებში მოსწავლეთა მოსწრების პერიოდული მონიტორინგი, რაც გამოიხატება შიდა ადმინისტრაციული წერის, ტესტირების, პროექტების მომზადება-პრეზენტაციის, სასკოლო ოლიმპიადებისა და კონფერენციების ორგანიზებითა და მისგან გამომდინარე შედეგების ანალიზით;
33.2.4. მოსწავლეთა და მშობელთა მიზნობრივი გამოკითხვით და ანკეტირებით;
33.3. კლასის დამრიგებელი მონიტორინგს უწევს მოსწავლეთა სასწავლო შედეგებს, მიმართავს ადმინისტრაციას სუსტი სასწავლო შედეგების მქონე მოსწავლეებისთვის დამატებითი მეცადინეობის დანიშვნის მოთხოვნით;
33.4. კლასის დამრიგებელი ვალდებულია ყოველთვიურად შეაგროვოს ინფორმაცია მოსწავლის გაცდენებისა და აკადემიური მოსწრების შესახებ (მათ შორის შემაჯამებელი დავალების გაცდენების შესახებ) და უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას მინიმუმ თვეში ერთხელ (საჭიროების შემთხვევაში გაცდენების გამო მოსალოდნელი შედეგების თაობაზე მოსწავლის მშობლის დროული ინფორმირება); უზრუნველყოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზის საფუძველზე მოსწავლის დახასიათების დაწერა სასწავლო წლის ბოლოს.
თავი X. უსაფრთხოების ნორმების დაცვის წესი
მუხლი 34. უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
34.1. სკოლაში უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელობა ეკისრება სასწავლო პროცესის ყველა მონაწილეს (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, ადმინისტრაცია, ტექნიკური პერსონალი).
34.2. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია:
34.2.1. უზრუნველყოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესის და პირობების და და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით შემუშავებული წესიების დაცვა და გააცნოს ეს ნორმები სასწავლო პროცესის ყველა მონაწილეს;
34.2.2. უზრუნველყოს უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისათვის საჭირო საშუალებების დროული მომარაგება;
34.2.3. შეიმუშაოს და გააცნოს სასწავლო პროცესის ყველა მონაწილეს ექსტრემალურ სიტუაციაში გამოსაყენებელი სკოლის ევაკუაციის გეგმა და გამოაკრას თვალსაჩინო ადგილზე;
34.2.4. ხანძრის გაჩენის ან სხვა სიცოცხლისათვის საშიში გარემოების დროს მოახდინოს სკოლაში მყოფთა ევაკუაცია ევაკუაციის გეგმის მიხედვით;
34.2.5. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სახანძრო სამსახურს;
34.2.6. ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დარღვევის შემთხვევაში გამოწვეული ზარალის ან ზიანის სიმძიმის შესაბამისად გაატაროს შესაბამისი ზომები სკოლის შინაგანაწესის მიხედვით.
34.2.6.1. აკრძალულია შენობის გამოყენება არასასწავლო დანიშნულების საქმიანობისათვის;
34.2.6.2. დაუშვებელია შენობის კედლებთან რაიმე მასალის დაწყობა და ნაგებობათა შორის გასასვლელის გადაღობვა;
34.2.6.3. აკრძალულია კიბეებზე ან კიბის ქვეშ ტიხარის, საკუჭნაოების ან სახელოსნოს მოწყობა.
34.2.6.4. კიბეები უნდა იყოს საკმარისად განათებული;
34.2.6.5. სხვენი უნდა იყოს სუფთა და საკეტით დაკეტილი. სხვენის გასაღები უნდა ინახებოდეს ადმინისტრაციასთან და შენობის დაცვაზე პასუხისმგებელ პირებთან;
34.2.6.6. საკლასო დაფები, მერხები, მაგიდები და სკამები უნდა განლაგდეს იმ ვარაუდით, რომ არ გადაიღობოს გასასვლელები;
34.2.6.7. დაუშვებელია ადვილად აალებადი ნივთიერების და სითხის შენახვა საკლასო ოთახებში.
34.3. ელექტროენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით აკრძალულია:
34.3.1. ელექტროსადენების გაშიშვლებული ადგილების შეერთება იზოლაციის გარეშე;
34.3.2. გადამწვარი დამცველების შეცვლა თვითნაკეთი დამცველებით;
34.3.3. გატეხილი ჩამრთველებით სარგებლობა;
34.3.4. მოსწავლეების მიერ ელექტრო და გამთბობი ხელსწაყოების ჩართვა–გამორთვა.
34.4. აკრძალულია:
34.4.1. მოსწავლეების მიერ სკოლის ტერიტორიაზე ასანთის, ასაფეთქებელი მოწყობილობების, სანათებლების ტარება და მათთან თამაში.
34.4.2. თამბაქოს მოწევა სკოლის ტერიტორიაზე.
34.5. დაუშვებელია:
34.5.1. სკოლის შენობისა და მისი შემოგარენის, სანიტარული კვანძების სანიტარულ–ჰიგიენურ ნორმებთან შეუსაბამობაში არსებობა,. ამ მიზნით:
34.5.1.1. სისტემატურად მოხდება საკლასო ოთახებისა და დერეფნების, სკოლის შემოგარენის, სანიტრული კვანძების დაგვა–დასუფთავება და განიავება;
34.5.1.2. უზრუნველყოფილ უნდა იქნას სკოლის შენობის სველი წესით დაგვა-დასუთავება. რეგულარულად უნდა ჩატარდეს კლასების, კაბინეტების, დერეფნების 1%–იანი ხსნარით დეზინფექცია;
34.5.1.3. უზრუნველყოფილ იქნას მოსწავლეების მიერ საკვებისა და წყლის მიღების დროს ჰიგიენური პირობების დაცვა;
34.5.1.4. სკოლის ექიმმა/ექთანმა ინფექციური დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივ ორგნოებს სათანადო ზომების მისაღებად;
34.5.1.5. სკოლის ექიმმა/ექთანმა სისტემატურად უნდა აწარმოოს საუბრები მოსწავლეებს შორის პირადი ჰიგიენის, ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკის დარგში საჭირო ღონისძიებების შესახებ.
თავი XI. სკოლის ქონება და ფინანსები
მუხლი 35. სკოლის ქონება
35.1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობის უფლებით აქვს სკოლის შენობა;
35.2. სკოლას საკუთარი ფინანსებით შეძენილი აქვს საგანმანათლებლო საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი, მერხები, სკამები, კომპიუტერები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სკოლის წიგნადი ფონდი და სხვა ინვენტარი.
მუხლი 36. სკოლის ფინანსები
36.1. სკოლის მიმდინარე ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსწავლეთა სწავლების საფასურიდან და სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერიდან.
36.2. სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან, თუ ეს საქმიანობა მავნე ზეგავლენას არ ახდენს მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
თავი XII. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 37. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
37.1. სკოლის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ფორმით.
თავი XIII. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 38. სკოლის დებულების მიღება, შეცვლა და გაუქმება
38.1. სკოლის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
38.2. სკოლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება სკოლის დირექტორის მიერ.
დებულების თავების და მუხლების საძიებელი
მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო.. 2
მუხლი 3. სკოლის უფლებამოსილება. 2
მუხლი 7. აქტივობათა ველები სკოლის მისიის მისაღწევად: 3
მუხლი 8. საქმიანობა სკოლის სტარტეგიული მიზნების მისაღწევად… 4
მუხლი 9. სკოლის კონცეფტუალური მიზნები და პრიორიტეტები. 4
თავი II. სკოლის სტრუქტურა და მართვა. 5
მუხლი 10. სტრუქტურის მიმოხილვა. 5
მუხლი 11. სკოლის ადმინისტრაცია, დამკვირვებლები და ტექნიკური პერსონალი. 5
მუხლი 13. დირექტორის მოადგილე. 7
თავი IV. სკოლის ადმინისტრაცია. 9
მუხლი 14. ხარისხის მართვის მენეჯერი. 9
მუხლი 15. საქმეთა მწარმოებელი . 10
მუხლი 19. სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი . 12
თავი V. სკოლის ტექნიკური პერსონალი.. 13
მუხლი 21. სკოლის დაცვის სამსახური / დარაჯი. 13
მუხლი 22. დასუფთავების სამსახური (დამლაგებელი) 13
თავი VI. სკოლის სტრუქტურული ერთეულები.. 14
მუხლი 23. პედაგოგიური საბჭო.. 14
მუხლი 24. საგნობრივი კათედრები. 14
მუხლი 25. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია: 14
მუხლი 26. საგნობრივი კათედრების ფუნქციებია: 15
მუხლი 27. კლასის დამრიგებელი. 15
მუხლი 28. დამრიგებლის ფუნქციები. 15
მუხლი 29. სკოლის მრჩეველთა საბჭო.. Ошибка! Закладка не определена.
თავი VIII. მასწავლებლისა და მოსწავლის უფლება-მოვალეობები.. 16
მუხლი 31. მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები. 17
თავი IX. მშობლებთან ურთიერთობა და შიდა კონტროლის წესი. 17
მუხლი 32. მშობლებთან კომუნიკაციის საშუალებანი, ფორმები და პერიოდულობა. 17
მუხლი 33. სკოლის შიდა კონტროლის განხორციელების წესი. 18
თავი X. უსაფრთხოების ნორმების დაცვის წესი. 18
მუხლი 34. უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. 18
თავი XI. სკოლის ქონება და ფინანსები. 19
მუხლი 36. სკოლის ფინანსები. 19
თავი XII. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. 20
მუხლი 37. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. 20
თავი XIII. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. 20
მუხლი 38. სკოლის დებულების მიღება, შეცვლა და გაუქმება. 20
[1] ინდივიდუალური სასწავლო გეგმის